„არ გამოვა ნიკანორ ეგ საქმე. ვერანაირად ვერ გახდები ვერც გმირი და ვერც ტანჯული. ვერ გახდები იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ჩვეულებრივი თაღლითი ხარ“, – ამის შესახებ ჟურნალისტი გია გაბრიჭიძე სოციალურ ქსელში წერს. ამ პოსტით გაბრიჭიძე, „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერს, ნიკა მელიას მიმართავს.
„თუ ვინმე გეუბნება, რომ შენი გუნდელები ტანზე თაფლს წაისმევენ და მატროსოვთან დასხდებიან, გატყუებს.
მეტი საქმე არა აქვთ ბოკუჩავას და ხაბეიშვილს, შენი გულისთვის თაფლი იყიდონ.
არც საპროტესტო ტალღა აგორდება.
ჩემზე კარგად იცი, რომ პატარა “ლახანკაში” ტალღის აგორება შეუძლებელია.
არც “პროტესტის” დასაბუთება გივარგა. გაცვდა და დაიფლითა ეგ “პროტესტი” და დაჟე ტვ პირველში სათქმელადაც აღარ ვარგა.
ასე რომ წადი, ჩაბარდი პოლიციას. იჯდები ცოტა ხანი და კაცი გამოხვალ“, – წერს გაბრიჭიძე.