ცდილობენ ითამაშონ მოსახლეობის გასაჭირით, აიძულონ ხელისუფლება ნაადრევი გადაწყვეტილებები მაღებინონ, – ამის შესახებ ექსპერტი ამირან სალუქვაძე სოციალურ ქსელში წერს.
“მავნე და ცრუპენTV-ები ებრძვიან საზოგადოებრივ უსაფრთხოებას. მთელი რესურსი მიმართულია რეგულაციების სასწრაფოდ მოხსნისკენ.
იციან რა, რომ ნელ-ნელა, ეპიდვითარების გაუმჯობესების პარალელურად, რეგულაციები ეტაპობრივად მოიხსნება და საბოლოოდ ეკონომიკის ყველა სფერო გაიხსნება, ცდილობენ ითამაშონ მოსახლეობის გასაჭირით, აიძულონ ხელისუფლება ნაადრევი გადაწყვეტილებები მაღებინონ.
რა ენაღვლებათ, თავად ხომ პასუხს არაფერზე აგებენ?!
თუ ისევ აფეთქდება, ხალხს მეტად გაუჭირდება, ბიზნესსაც გაცილებით მძიმე დარტყმა მიადგება და აჰა, სანატრელი ფონი სოციალური აჯანყებისთვის.
ხალხი რომ აღარ აგყვებათ, ვერ გრძნობთ?!
რამდენი ეცადეს ახლა ერთ-ერთ გადაცემაში მოყვანილ სტუმრებს აუგი ეთქვათ, მაგრამ ჯამში ყველამ ის თქვა, რომ იმედით და ოპტიმიზმით ვართო. ეს იყო ძირითადი პათოსი.
მთავრობას მოვუწოდებ, მოუსმინეთ ამ კონკრეტულ ადამიანებს. მათი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა და პოზიცია, პლუს მათი შრომა, თუ როგორ შექმნეს საკუთარი საქმეები, იმსახურებს სრულ თანადგომას, შესაძლებლობების ფარგლებში“, – წერს ამირან სალუქვაძე.