გუშინ, ქუთაისში დაპირისპირების დროს დაკავებული „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტები გაათავისუფლეს. დაკავებულებიდან ოთხს ჯარიმა შეეფარდა, ორის პროცესი კი გადავადდა.
ჯარიმა 1500-დან 2000 ლარამდეა. აქტივისტების თქმით, სამართალდამცველებმა მერის კრიტიკა ვერ აიტანეს და ისინი პოლიტიკური ნიშნით დააკავეს.
ერთ-ერთი დაკავებულის თქმით, ის შეუძლოდ იყო და საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა მიუხედავად ჯანმრთელობის მდგომარეობისა იზოლატორში დააბრუნეს.
მათი თქმით, პროტესტი მომავალშიც გაგრძელდება.
კომენტარები