„გირჩი – მეტი თავისუფლებას“ ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე Facebook-ის საკუთარ გვერდზე წერს, რომ არსებულ შეზღუდვას კვლავ არ დაემორჩილება და ბარში სტუმრებს დღესაც ელოდება.
„დღესაც გელოდებით, 19.00 საათიდან, აღმაშენებლის 45-ში. ეს ბარი არ დაემორჩილება არცერთ შეზღუდვას, სანამ ყველა შეზღუდვა არ მოიხსნება“ – წერს ზურაბ ჯაფარიძე.
ზურაბ ჯაფარიძე, აღმაშენებლის გამზირზე ბარის გახსნისა და უკანონო სამეწარმეო საქმიანობისთვის გუშინ დააჯარიმეს. აღმაშენებლის N45-ში სამართალდამცველები და შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.
ზურაბ ჯაფარიძემ ბარი „ჯაფარასთან“ 13 თებერვალს გახსნა. პოლიტიკური პარტია „გირჩი-მეტი თავისუფლების“ ლიდერი აცხადებს, რომ პოლიტიკური დაუმორჩილებლობის აქტს ახორციელებს.
კომენტარები