ბინათმშენებლობის პროექტის ფარგლებში თბილისსა და რუსთავში საცხოვრებელი კორპუსების მშენებლობა დასრულდა. შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ – გიორგი ბუთხუზმა თბილისში, გლდანის რაიონში, ახლად აშენებულ კორპუსში ბინების მფლობელ პოლიციელებს მშენებლობის დასრულება მიულოცა და ბინის გასაღები გადასცა.
პროექტი თბილისში, რუსთავსა და ბათუმში განხორციელდა, რომლის ფარგლებშიც, სამინისტროს თანამშრომლებს შესაძლებლობა მიეცათ, შეღავათიან პირობებში მიეღოთ თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ბინები.
პოლიციელებს მშენებლობის ღირებულების 40%-ს სახელმწიფო უფინანსებს, ხოლო დარჩენილ 60%-ს საკუთარი სახსრებით ან იპოთეკური სესხით ფარავენ. მასში მონაწილე ყველა პირი 77,4 კვ.მ ფართობის მქონე საცხოვრებელ ბინას ”თეთრი კარკასის” მდგომარეობით იღებს. ყველა ახალაშენებულ კორპუსს აქვს შიდა და გარე საერთო სარგებლობის ავტოსადგომი და გამწვანებული გარე პერიმეტრი.
ბინათმშენებლობის პროექტით შეღავათიან ფასებში ბინის შეძენის მსურველები შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით შექმნილმა კომისიამ შეარჩია. შემდეგ, კი კანდიდატებს შორის გამარჯვებულები ლოტოტრონის პრინციპით შეირჩა. ამ ეტაპზე, საკუთრებაში გადაეცა თბილისში – 83 – ს და
რუსთავში – 56 პოლიციელს გადაეცა ბინა.
აღსანიშნავია, რომ ბათუმში ბინათმშენებლობის პროცესი გრძელდება.