სწორედ ამიტომ სჯობს, ამირან ბუთურიშვილი, ნიკანდრო მელიას, ბრალის აღიარებასაც, კაცობა უნდა, – ასე ეხმიანება ჟურნალისტი ბონდო ქურდაძე “ნაცმოძრაობის” თავმჯდომარის, ნიკა მელიას გარშემო განვითარებულ მოვლენებს.
ჟურნალისტი აქვე ცნობილი ჟურნალისტის, ამირან ბუთურიშვილის შესახებ წერს, რომელიც იძულებით ემიგრაციაშია.
“რითი სჯობს, პატიმრობაში მყოფი, 70 წელს მიღწეული ჟურნალისტი, ამირან ბუთურიშვილი, პატიმრობის მოსურნე, ნაციონალური პარტიის თავჯდომარე, ნიკანდრო მელიას?!.. ————————————————————————-
ამირანი, საზღვარგარეთ ყოფნისას იგებს, რომ სასამართლომ, ფინანსური ვალდებულობების შეუსრულებლობისათვის, 7 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა, სულ რაღაც, 11 ათასი დოლარის გადუხდელობისთვის… ბათუმის ერთ-ერთი ბავშვთა ანსაბლი მიყავდა საზღვარგარეთ ფესტივალზე მონაწილეობისთვის, მოულოდნელად, საელჩომ ვიზები არ მისცა და შერჩა, ათეულობით ნაყიდი თვითმფრინავის ბილეთი და დაჯავშნული სასტუმროს ნომრები…
გადაწყვიტა, ემიგრაციაში დარჩენილიყო და იქ ეშოვნა ორგანიზაციისთვის დასაბრუნებელი თანხა და ლოგინად ჩავარდნილი ცოლის სამკურნალო ფული… იწვალა, იწვალა, მაგრამ არაფერი არ გამოვიდა, წამლის ფულს ძლივს უყრიდა თავს, კორანას ეპიდემიამ კი, საერთოდ, შეუკრა ხელფეხი და… მიიღო გადაწყვეტილება, საქართველოში გამოფრენილიყო და ნებაყოფილობით, ჩაბარებოდა მარლთმსაჯულებას…
სამწუხაროდ, ამირანს, ამინისტიაც არ შეეხო, მხოლოდ ის მოახერხა, ჩემთვის გამოეგზავნა, საქართველოს პრეზიდენტისადმი გასაგზავნი შეწყალების წერილი… ვლოცულობ, რომ წერილმა მიაღწიოს საქართველოს პრეზიდენტის რეზიდენციამდე…
ნიკანდრო მელიაც თავისი ფეხით მიდის ციხისკენ, მიდის იმიტომ, რომ ასე უბრძანეს კიევიდან…
მიდის და გამომწვევად ეუბნება ხელისუფლებას, ვერ დამიჭერთ(!)…. რადიკალურ ოპოზიციას, იმედი აქვს, მელიას პატიმრობა ქუჩაში გამოიყვანს გაჭირვებულ მოსახლებას, თუნდაც, ქვა-ქვაზე არ დარჩეს, ქვეყანა ჩამოიქცეს…
არადა, რომ მოინდომონ, სადაც გარეჯის გამყიდველები დაიხსნეს, იქაც ხუთ წუთში აკრიფავენ გირაოს გადასახდელ თანხას, მაგრამ არ აწყობთ, ასე ბრძანა მამამარჩენალმა… მათი აზრით, ორივე შემთხვევაში მოიგებენ, დაიჭერენ, თუ არ დაიჭერენ მელიას, სჯერათ, რომ ქვეყანას დაამარცხებენ(!)…
რატომღაც, ერთი წუთით გავიფიქრე, დათანხმდებოდა თუ არა ამირან ბუთურიშვილი, მისთვის რომ აეკრიფა ნაცსექტას, დავისუფლების სანაცვლოდ 11 000 დოლარი?!..
არა, რადგან, ის მათი ჩამოსხმა არ არის… მან, მონანიება და შეწყალების წერილის დაწერა არჩია, ყველა სხვა სახის სპეკულაციებს…
სწორედ ამიტომ სჯობს, ამირან ბუთურიშვილი, ნიკანდრო მელიას, ბრალის აღიარებასაც, კაცობა უნდა(!)…
ბონდო ქურდაძე. ჟურნალისტი. პარიზი. 16.02.2021.