მსხვერპლით დასრულდა ავტოსაგზაო შემთხვევა კახეთში. სოფელ შილდასთან,
ცენტრალურ გზაზე მსუბუქი ავტომანქანის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ხეს შეეჯახა.
შემთხვევის შედეგად ადგილზე გარდაიცვალა ერთი ადამიანი, ერთი კი დაშავდა. ის თელავის სასწრაფო დახმარების ჯგუფმა რეფერალურ საავადმყოფოში მოათავსეს.
ადგილზე პოლიცია და სამაშველო ჯგუფებია მობილოლიზბული.
კომენტარები