გავრცელდა მანიფესტი, რომლითაც პროფესორ-მასწავლებლების სახელს ამოფარებული “ნაციონალური მოძრაობის” ყოფილი მაღალჩინოსნები აწერენ ხელს. ისინი საქართველოს მთავრობას მოუწოდებდნენ პოლიტიკური დევნის შეწყვეტისა და პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებისკენ. მანიფესტს ხელს აწერენ “ნაციონალურ მოძრაობასთან” აფილირებული ის კადრები, რომლებიც მიშას დავალებით თვითონ ახდენდნენ პოლიტიკურ დევნას:
კოტე კუბლაშვილი – საქართველოს უზენაესი სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე.
ზაზა მეიშვილი – სულხან მოლაშვილის საქმის მოსამართლე.
გიორგი პაპუაშვილი – იუსტიციის მინისტრის და საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე.
ირაკლი ფორჩხიძე – რეინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის ყოფილი მოადგილე.
ქეთევან ერემაძე – საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილი მოსამართლე.
კომენტარები