პარლამენტის ყოფილი წევრი ხათუნა ხოფერია 2016 წლის არჩევნებს აფასებს.
”არჩევნები 2016!!!
დათესილი შიშის და ხელოვნურად შექმნილი დაძაბულობის ფონზე ჩატარებული საოცრად მშვიდი პროცესი!
უდიდესი თმენის უნარით აღჭურვილი საუბნო კომისიები!
ვალდებულებით და პროფესიონალიზმით მომუშავე, სწრაფი რეაგირების სამსახურივით, საოლქო კომისიის წევრები!
შეჯამებული და დაბალანსებული ყველა ოქმი!
მინიმალური რაოდენობის საჩივარი!
რიგებში ჩამდგარი საქართველოს ამომრჩევლები!
პირშიჩალაგამოვლებული, პროვოკაციების დამგეგმავი ნაცზონდერები!
უმაღლესი შეფასებები სადამკვირვებლო მისიებისგან!
სრული მხარდაჭერა ამერიკის მხრიდან!
ოდესაში “დაstopკადრებული” მიშა!
დამარცხებული სანდრა, რურუა, ვარშალომიძე და “შლეიფი” მათი!
საკონსტიტუციო უმრავლესობის მქონე “ქართული ოცნება”
პროვოკაციებით, ანტისახელმწიფოებრივ დანაშაულობებში მხილებული ოპოზიცია!
ბუნებრივ გარემოს დაბრუნებული 3%-იანი რესპუბლიკელები! 2%-იანი ფორუმი! 2,5%-იანი შალიკო!
შუაგაკრეფილი საქართველოს მე-9-ე მოწვევის პარლამენტი!
გარწმუნებთ, ასეთი მაღალი პოლიტიკური გამარჯვებისთვის ბრძოლა ნამდვილად ღირდა!”, – წერს ხოფერია.