„მედიაციის პირველმა ეტაპმა იმედგაცრუება გამოიწვია იქედან გამომდინარე, რომ ამ პროცესის შედეგად ვერ მივაღწიეთ შეთანხმებას, რომელიც ჩვენი ხედვით, მნიშვნელოვანია საქართველოსთვის, რათა მან შეძლოს წინსვლა“, – ამის შესახებ ევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმა ჟურნალისტებთან განაცხადა.
„რამდენიმე დღის წინ, ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა დააანონსა, რომ ელჩი კრისტიან დანიელსონი მეორედ ჩამოვა. ჩვენ ველოდებით მის ჩამოსვლას. არავისთვისაა საიდუმლო, რომ მედიაციის პირველმა რაუნდმა იმედგაცრუება გამოიწვია. ვერ მივაღწიეთ შეთანხმებას, ამიტომ საქართველოსთვის მნიშვნელოვანია, რომ ამ პროცესში წინ წაიწიოს. დანიელსონი ჩამოდის, რათა დაინახოს, არის თუ არა შესაძლებლობა, მხარეებს შორის მოიძებნოს საერთო ნიადაგი – ეს მარტივი არ იქნება, მაგრამ ეს არის მისია“, – აღნიშნა ელჩმა.
კომენტარები