ნაძალადევის რაიონში, მაჩხაანის ქუჩაზე საგზაო სამუშაოები მიმდინარეობს. ამ ეტაპზე ქუჩის ქვედა ნაწილი რეაბილიტირდება, სამომავლოდ, ქუჩის ზედა ნაწილზე არსებული დაზიანებული გზაც შეკეთდება.
მიმდინარე პროექტის ფარგლებში, გზის ძირითად მონაკვეთზე ასფალტის ორფენიანი საფარი დაიგო, მცირე ნაწილზე კი ბეტონი დაიგება, ასევე, მოეწყო ბორდიური და ტროტუარი. საგზაო ინფრასტრუქტურა ჯამში, 1 130 კვ.მ ფართობზე მოწესრიგდება.
სარეაბილიტაციო სამუშაოების ღირებულება 70 000 ლარია. პროექტი ნაძალადევის რაიონის გამგეობის დაფინანსებით ხორციელდება.
კომენტარები