რუსეთიდან სომხეთში აზერბაიჯანის და საქართველოს გავლით სასოფლო-სამეურნეო ტვირთის კიდევ ერთი შემადგენლობა გაიგზავნა. აზერბაიჯანული მედიის თანახმად, ბილაჯარის სადგურიდან გაიგზავნა ხორბლით დატვირთული 14 ვაგონი, რომლის წონა 979 ტონაა.
აღსანიშნავია, რომ ამ დროისთვის რუსეთიდან სომხეთში აზერბაიჯანისა და საქართელოს გავლით ტრანზიტით გაიგზავნა 36 ათას ტონაზე მეტი მარცვლეული, დაახლოებით 9 ათასი ტონა სასუქი, 1 136 ტონა პროპანი, 133 ტონა ალუმინი, 414 ტონა ანტრაციტი და 67 ათასი ტონა ხის მასალა.
ამავდროულად, ამ დროისთვის აზერბაიჯანიდან სომხეთში ექსპორტირებულია დაახლოებით 15 ათასი ტონა დიზელის საწვავი, დაახლოებით 5 ათასი ტონა AI-92 და AI-95 ბენზინი.
კომენტარები
