კარიბის კუნძულ სენტ ვინსენტზე, ვულკანის ამოფრქვევის შემდეგ, კუნძული ფერფლით დაიფარა. ჰაერის დაბინძურების მაჩვენებელმა ნორმას გადააჭარბა, რის გამოც კატასტროფებზე რეაგირების ჯგუფმა ვულკანის მიმდებარე ტერიტორიიდან 4 ათასზე მეტი ადგილობრივის ევაკუაცია განახორციელა.
ცეცხლისმფქვეველ მთად ცნობილი “სუფრიერი” 1979 წლის შემდეგ, პირველად 2020 წლის დეკემბერში გააქტიურდა. ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, სენტ ვინსენტის კუნძულზე ექსპერტთა ჯგუფი მუშაობს. მათ ჰაერში გოგირდის შემადგენლობა უნდა შეისწავლონ, რის შემდეგაც გადაწყდება, გაფართოვდება თუ არა ევაკუაციის არეალი.
ბოლო მონაცემებით, კუნძულზე 100 000-მდე ადამიანი ცხოვრობს. 1902 წელს ვულკან “სუფრიერის” ამოფრქვევას 1000 ადგილობრივი ემსხვერპლა.
კომენტარები