უფლებადამცევლი ინგა ბერიკაშვილი საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, ოდესის გუბერნატორის მიხეილ სააკაშვილის შესახებ პოსტს აქვეყნებს:
„ყველაზე დიდი შეცდომა და ჩვენი ქვეყნისადმი დიდი უპატივცემულობა უკრაინის მთავრობამ მაშინ გამოიჩინა, როდესაც საქართველოში მსჯავრდებული და ძებნილი ყოფილი პრეზიდენტი დანიშნა ოდესის გუბერნატორად!
ძალიან კარგად იცოდნენ მათ, რომ იმ სისასტიკის უკან და მილიარდობით ქონებების ჩამორთმევის უკან საქართველოში სწორედ მიხეილ სააკაშვილი იდგა!
ვინც მას მხარს უჭერს უკრაინაში, ეს ის ხალხია, ვის თვალშიც ის ვითომ მხსნელადმოევლინა და თავისი უცვლელი პიარის ხარჯზე (რითაც აქ გასტანა 9 წელი) მოახერხა ამხალხის მხარდაჭერის მიღება.
რა თქმა უნდა, გაჭირვებულ ადამიანს ახარებს ის ფაქტი, რომ ვითომ “მხსნელი” მიხეილიდაერია მილიარდელებს და დაიწყო მათი დევნა, რაც მხოლოდ მითია, რადგან ყველამ იცისთუ როგორ შეიქმნა ოდესა და ამას ვერავინ ვერ შეცვლის!
მისი მიზანი მხოლოდ ერთია, რაც შეიძლება ძალიან ბევრი ფული იშოვოს, რომ მერე ამთანხების მობილიზებით მოახდინოს საქართველოში არეულობა და ამ ქმედებაში გარკვეული წილი დანაშაული უკრაინის მხარესაც ეკისრება, რადგან თუ უკრაინის მთავრობას უნდა ჩვენს ქვეყანასთან მეგობრული ურთიერთობა, დამნაშავე და კრიმინალი სააკაშვილი უნდა გადმოეცა და არა პირიქით, მიეცა მოქალაქეობა და თანამდებობა მისთვის და მისი დამნაშავე გუნდისთვის!
ჯერ კიდევ სანამ გვიანი არაა, უნდა გამოასწორონ ეს დანაშაული საკუთარი ხალხის დაჩვენს წინაშე, თორემ იქაც ისევე როგორც აქ დააყენებს სისხლის გუბეებს, რომ მიცენ ამისი უფლებამოსილება!
კიდევ კარგი არ მოხდა მისი დანიშვნა პრემიერად და ეყოთ საღი აზრი ოპოზიციურადგანწყობილ ძალებს, რომ აღდგომოდნენ ამის წინააღმდეგ, თორემ მოგონება იქნებოდაუკრაინისთვის ჩვენი სისხლიანი რეჟიმი, ისეთ დღეში ჩააგდებდა!
იმედია, სამართალდამცავები ბოლომდე გამოიძიებენ ყველა დანაშაულს, რაც მან უკვე ჩაიდინა და მიიღებენ შესაბამის გადაწყვეტილებას და არ დაუშვებენ უცხო ქვეყნის ძებნილი და დამნაშავე პირის მიერ საკუთარი ქვეყნის დაქცევას!!!”, – წერს ბერიკაშვილი.