დასავლეთ ინდოეთში, Patel Welfare-ის კოვიდსაავადმყოფოში გაჩენილ ხანძარს 18 ადამიანის სიცოხცლე ემსხვერპლა, – ამის შესახებ Al Jazeera წერს.
მთავრობის ინფორმაციით, ხანძარი ინტენსიური ზრუნვის განყოფილებაში, ჟანგბადის ბალონის მწყობრიდან გამოსვლამ გამოიწვია.
„ხანძრის მასშტაბის გამო, საავადმყოფოში დიდი ქაოსი იყო. დაწესებულების თანამშრომლებმა პაციენტები შენობიდან გამოიყვანეს და მათ, ახლობლების დახმარებით, დამოუკიდებლად მოუწიათ სხვა საავადმყოფოში წასვლა“, – ამბობს თვითმხილველი.
შენობის პირველ სართულზე გაჩენილი ხანძარი ერთ საათში ჩააქრეს, თუმცა, პაციენტთა ნაწილის გადარჩენა ვერ მოხერხდა.
კომენტარები