ევროკავშირმა რუსეთის ელჩი კონულტაციებისთვის დაიბარა. როგორც „როიტერი“ წერს, ევროკავშირი კრემლის მიერ რვა ევროპელი მაღალჩინოსნის წინააღმდეგ სანქციების დაწესების გამო პროტესტს გამოთქვამს.
„რუსეთის ელჩი დაბარებულია. მას დღეს საღამოს ევროკომისიის გენერალური მდივანი გაესაუბრება, მკაცრად დაგმობს და პროტესტს გამოთქვამს რუსეთის მხრიდან გადადგმულ ნაბიჯს. რუსეთის ამ ქმედებას ლეგალური ახსნა არ აქვს და ყველა ეს კონტრსანქციაპოლიტიკურადაა მოტივირებული“, – განაცხადა ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის პრესსპიკერმა, პიტერ სტანომ.
შეგახსენებთ, რუსეთმა ევროკავშირის რვა მაღალჩინოსანს სანქციები 30 აპრილს დაუწესა. მათ შორის არის ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი ვერა იუროვა, ევროპარლამენტის თავმჯდომარე დავიდ სასოლი და სხვები.
ევროკავშირში განაცხადეს, რომ რუსეთის წინააღმდეგ საპასუხო ნაბიჯების გადადგმის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრები მომდევნო კვარას დაგეგმილ სხდომაზე იმსჯელებენ.