ფაშიზმზე გამარჯვების დღესთან დაკავშირებით საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა და თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ ვეტერანთა კულტურისა და დასვენების პარკში (კიკვიძის), მელიტონ ქანთარიას ბიუსტი ყვავილებით შეამკეს და მეორე მსოფლიო ომში დაღუპული მეომრების ხსოვნას პატივი მიაგეს, ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს ასევე საქართველოს თავდაცვის ძალების ხელმძღვანელმა პირებმა და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებმა.
მათ კაცობრიობის ისტორიაში ფაშიზმზე გამარჯვების მნიშვნელობა და ამ ბრძოლაში საქართველოს წვლილი გაიხსენეს.
კომენტარები