საუბარი იმაზე, იქნება თუ არა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე თბილისის მერობის კანდიდატი, ჯერ ადრეა, – ამის შესახებ თბილისის მერმა განაცხადა.
კახა კალაძის თქმით, ადგილობრივი არჩევნები 4-5 თვის შემდეგ უნდა გაიმართოს, ამიტომ კონკრეტული გადაწყვეტილებების შესახებ ინფორმაცია მოგვიანებით გახდება ცნობილი.
,,როდესაც იქნება გადაწყვეტილებები მიღებული, აუცილებლად მოგაწვდით ინფორმაციას. ჯერ ადრეა ამაზე საუბარი, არჩევნები არის შემოდგომაზე, ამიტომ 4-5 თვით ადრე თუ ვინ იქნება კონკრეტულ რაიონებში, ქალაქებში და დედაქალაქში მერობის კანდიდატი, ამაზე საუბარი ადრეა“, – აღნიშნა კახა კალაძემ.
კომენტარები