პარტია მოქალაქეების ლიდერის, ალეკო ელისაშვილის თქმით, გიგა ბოკერიას დამლაგებელი აღარ დარჩა პარტიაში.
“მთავარი არის ერთი, რომ ჩვენს მიერ შექმნილ დღის წესრიგზე, ანუ ხალხის პრობლემებზე დაიწყო უკვე ზოგიერთმა პოლიტიკურმა ძალამ ლაპარაკი. შენ ასეთი ხარ, შენ ისეთი ხარ დავამთავროთ და დავიწყოთ კონკრეტულ პრობლემებზე საუბარი, სანამ მართლა კაცი პოლიტიკოსებიღა დავრჩებით, თუ ასე გაგრძელდა, ამ ქვეყანაში, თუ მარტო ერთმანეთის ლანძღვაზე ვიყავით. დავსხდებით და ერთმანეთს ვურჩიოთ მაშინ საქმეები, გამოგკვეტონ სადღაც და ვურჩიოთ საქმეები, მაგრამ ეს მარტო ერთმანეთისთვის საქმეების გარჩევა, ერთმანეთთან ეს იწილობიწილო რომ უკუშედეგის მომტანია და ბუმერანგია, რომელიც განგრევს, აგერ, თუ ვინმეს აინტერესებს, შეხედეთ ბოკერიამ თავის თავს რა დამართა და ნაციონალურმა მოძრაობამ რა დამართა თავის თავს. ბოკერიას დამლაგებელი აღარ დარჩა პარტიაში”, — თქვა ელისაშვილმა პალიტრანიუსის ეთერში.
