წალენჯიხის მუნიციპალიტეტში სოფელ ლიაში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ოთხი ახალგაზრდა დაშავდა. გავრცელებული ინფორმაციით, მაღალი სიჩქარით მიმავალი ავტომობილი, რომლითაც ერთ-ერთი დამამთავრებელი სკოლის მოსწავლეები მგზავრობდნენ გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა.
დაშავებულები ზუგდიდის რესპუბლიკურ საავადმყოფოში არიან გადაყვანილი.
საავადმყოფოს კლინიკური მენეჯერის სულხან ორჟონიას ინფორმაციით, დაშავებულებს აღენიშნებათ სხეულის სხვადასხვა სახის დაზიანება და მოთავსებული არიან გადაუდებელი მედიცინის განყოფილებაში, სადაც უტარდებათ შესაბამისი სამედიცინო გამოკვლევები.
კომენტარები