ეს არის პოლიტიკური პარტია და ჯგუფი, რომლის გენეტიკური კოდის ნაწილია დესტაბილიზაცია, – ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა და პარლამენტის ვიცე-სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ „ნაციონალური მოძრაობის“ პარლამენტში შესაძლო შესვლის საკითხის შეფასებისას განაცხადა.
„შესაბამისად, როგორც კი პროცესი გადავიდა ნორმალურ რეჟიმში, მათ საკუთარი თავი ამაში ვეღარ დაინახეს და დღემდე არიან დილემის წინაშე ჩაერთონ თუ არა პარლამენტში, სადაც მოქალაქეებმა ისინი აირჩიეს“, – განაცხადა თალაკვაძემ.
კომენტარები
