გუმათში ისევ ხმაური და დაპირისპირებაა. აქციის მონაწილეები პოლიციის კორდონის გარღვევას ცდილობენ. მათი განცხადებით, დაკავებულია ერთი ადამიანი და მის გათავისუფლებას ითხოვენ. წინააღმდეგ შემთხვევაში ჯებირების გადაბრუნებით იმუქრებიან.
აქციის მონაწილეებმა პოლიციის კორდონის გარღვევა და ჯებირის მეორე მხარეს გადასვლა რამდენჯერმე სცადეს. შეკრებილები რკინის ჯებირებზე აბრახუნებენ.
კომენტარები