მე ძალიან თამამად შემიძლია ვთქვა, რომ პოლიცია აპოლიტიკურია, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა პოლიციელის პროფესიულ დღესთან დაკავშირებით გამართული საზეიმო ღონისძიების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.
კითხვაზე აპოლიტიკურია თუ არა პოლიცია, ვახტანგ გომელაურმა განაცხადა, რომ პოლიცია აპოლიტიკურია 2013 წლიდან.
„სამწუხაროდ, ძალიან ბევრ ტყუილს ამბობენ და ბევრ თემას გვაბრალებენ. მე ძალიან თამამად შემიძლია ვთქვა, რომ პოლიცია აპოლიტიკურია. ასეა 2013 წლიდან. ბევრი ამბობს დღესაც“, – განაცხადა გომელაურმა.
კომენტარები