ხევში 24 მაისს გადავარდნილი გალელი მამაკაცი გზაში, თბილისში რეფერირებისასგარდაიცვალა. მას გული გაუჩერდა, – ამის შესახებ „პრაიმტაიმს“ “ევექსის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში განუცხადეს.
მისი დედაქალაქში გადაყვანა ოჯახის მოთხოვნა იყო.
პაციენტი რეანიმაციულ განყოფილებაში მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა. იგი ქუთაისის ინტერვენციული მედიცინის ცენტრში 24 მაისიდან მკურნალობდა.
35 წლის მამაკაცი ოკუპირებულ გალის სოფელ ლეკუხონადან, წალენჯიხის სოფელ მუჟავაში ცხენით გადმოდიოდა, რა დროსაც ხევში გადავარდა.
ცხენი ადგილზე მოკვდა, თავად კი ჯერ ზუგდიდის, შემდეგ კი მრავლობითი მოტეხილობებით ქუთაისის საავადმყოფოში გადაიყვანეს.
კომენტარები