ვარდების მოედანზე სასულიერო პირები, ჩოხოსანთა საზოადოების წევრები და მრევლი იკრიბება.
სასულიერო პირების თქმით, რამდენიმე წუთში, აქ აწყურის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის ასლს მოაბრძანებენ და დაიწყება მსვლელობა სამების საკათედრო ტაძრის მიმართულებით, სადაც უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე წირვას აღავლენს. ორი წლის წინ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ 17 მაისი ოჯახის სიწმინდის დაცვის დღედ გამოაცხადა.
კომენტარები