უკიდურესი სირცხვილის ზღვარს მიღმაა, როცა „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიის სათავეში მყოფი ადამიანი იმდენად უღირსად იქცევი, რომ პოლიტიკიდან წასულ ბიძინა ივანიშვილს სპეციალური განცხადების გავრცელება უწევს, რომ მისი სახელით მანიპულირებასა და ხმების პარაზიტობაში გამხილოს, – ამის შესახებ უმრავლესობის წევრი, პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, პასუხისმგებლობისგან გაქცეული, გუნდის მიმტოვებელი და სხვისი სახელით მოსარგებლე პოლიტიკოსი, ნამდვილად არაა ის, ვისაც საქართველოსთვის ისურვებდნენ.
„გარსი საკუთარი შიგთავსის გარეშე, იმიჯი შინაარსის გარეშე, ესაა ამ ახალი პოლიტიკური ძალის სამწუხარო კონსტრუქცია. იმედია, ახლა მაინც დაფიქრდებიან მასთან გაერთიანებული ადამიანები, რომ პასუხისმგებლობისგან გაქცეული, გუნდის მიმტოვებელი და სხვისი სახელით მოსარგებლე პოლიტიკოსი, ნამდვილად არაა ის, ვისაც საქართველოსთვის ისურვებდნენ“, – წერს შალვა პაპუაშვილი.