აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჟურნალ Time-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ ამერიკამ უკრაინას მძლავრი საბრძოლო მასალები არ გადასცა, რადგან კიევს ამისთვის საჭირო თვითმფრინავები არ აქვს.
„არის საბრძოლო მასალა, რომელსაც პრეზიდენტი ზელენსკი არ მიიღებდა, თუმცა ის ძალიან მძლავრია. ის მას არ აიღებდა, რადგან ამისთვის საჭირო თვითმფრინავები და სხვა შესაბამისი საშუალებები არ ჰქონდა“, – განაცხადა ტრამპმა.
როგორც თეთრი სახლის ლიდერმა აღნიშნა, ამერიკას აგრეთვე აქვს ისეთი ტიპის საბრძოლო მასალა, რომელიც სხვებზე ოდნავ დაბალი კლასისაა.
კომენტარები
