ამ დარბაზის დატოვებას მე ვაპირებ თქვენთან ერთად, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
როგორც ნიკა მელიამ აღნიშნა, პარლამენტის ტრიბუნასთან მისასვლელად ემოციური დისკომფორტის დაძლევა მოუწია.
„მე შემოვედი ამ დარბაზში ჩემს მეგობრებთან ერთად, რომ თითოეული თქვენგანი, რაც შეიძლება მალე, სათითაოდ გაგიყვანოთ ამ დარბაზიდან და ამის შემდეგ საზოგადოებას მიეცეს შესაძლებლობა, აირჩიოს ნამდვილი პარლამენტი და აირჩიოს ლეგიტიმური ხელისუფლბა, ზუსტად იმ პროპორციითა და მხარდაჭერით, რომელსაც საზოგადოება გაიმეტებს თქვენთვის და არა ბიძინა ივანიშვილი, რომელმაც საკანონმდებლო ორგანო აქცია ნოტარიალურ კანტორად“, – განაცხადა ნიკა მელიამ.
კომენტარები