„საპენსიო ფონდი წინ გადადგმული ნაბიჯია, ვიზიარებთ იმ სულისკვეთებას, რომ ხუთი წლის შემდეგ ყველამ თვითონ გადაწყვიტოს, თავისი ფული ნაკლებად, თუ შედარებით რისკიანი მიმართულებით გაუშვას“, – განაცხადა უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ზარქუამ საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე.
მისი თქმით, ჩვენ სწორი დაზღვევის მექანიზმებით გრძელვადიანი რესურსი უნდა შევქმნათ, ამისთვის არის შექმნილი ეს პროდუქტი.
„აქ პოპულიზმი გამორიცხულია. მახსოვს, წინა მოწვევის პარლამენტში ვუსმენდი ხოლმე, ერთ-ერთი პარტიის ინიციატივა იყო, რომ დასჭირდებოდა ფული ამბობდა, აი ხომ გაქვთ „საპენსიო ფონდი“ წამოიღეთ იქედან. ბოკერიას პარტიაზე გეუბნებით, საერთოდ გაკოტრდა, საერთოდ გაქრა, ამიტომ, პოპულიზმი სხვებსაც არ დაემართოთ. არასწორი მიდგომაა და ამას ხალხი ისმენს. დღეს შენ შეგიძლია მონიტორინგი აწარმოო, რამდენი გაქვს და როგორ ემატება. ის, რომ 600 ლარი ცოტაა, ამ 600 ლარს ემატება არსებული სახელმწიფოს დახმარებები, 300-ია მაგრამ შეიძლება გაიზარდოს და გაიზრდება ბუნებრივია, ასე რომ კიდევ ერთხელ წინგადადგმული ნაბიჯია, იმისთვის, რომ დავაზღვიოთ ის გამოცდილება, ექსპერტები გვჭირდება“, – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.