იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ანრი ოხანაშვილი, ოპოზიციონერ დეპუტატებს პარლამენტში, პლენარულ სხდომაზე მიმართავს:
“პოპულისტურია განცხადება, თითქოს იმუნიტეტი არავის სჭირდება, თუ არ გჭირდებათ იმუნიტეტი რას შემოდიოდით პარლამენტში? დატოვეთ მანდატი და წაბრძანდით… უამრავ განვითარებულ ქვეყანაშია იმუნიტეტი, ეს მაინც წაიკითხეთ უპრაგონოდ რომ ისვრით სიტყვებს. იმუნიტეტის მთავარი დანიშნულებაა პარლამენტის წევრის დამოუკიდებლობის გარანტიები სხვა შტოსგან, რომ შეუფერხებლად განახორციელოს საქმიანობა. ამ ტყუილით ცდილობთ საზოგადოება შეცდომაში შეიყვანოთ. სამარცხვინო გადაწყვეტილება იყო ნიკა მელიასთვის იმუნიტეტის მოხსნაო, მგონი სამარცხვინოა იმის გამეორება, კრიმინალური ქმედების ჩამდენი პირის გამართლებას რომ ცდილობთ. ეს კადრები ყველამ იხილა პირდაპირ ეთერში, პასუხისმგებლობის მქონე პირები რომ იყოთ, აქ კი არ შეასხამდით ხოტბას, არამედ გაემიჯნებოდით, – ამბობს ოხანაშვილი.