ჰაიტიში, დედაქალაქიდან 45 კილომეტრის დაშორებით მდებარე საპატიმროდან 170-ზე მეტი პატიმარი გაიქცა.
უცხოური მედიის ინფორმაციით, შეტაკების შედეგად მათ ციხის დაცვის ერთი თანამშრომელი მოკლეს, საპასუხო სროლის დროს დაიჭრა სამი პატიმარიც, ერთ-ერთი მათგანი მოგვიანებით გარდაიცვალა.
ამ დროისთვის სამართალდამცველებმა მხოლოდ 11 გაქცეული პატიმრის დაკავება შეძლეს.
გაქცეულებს სამართალდამცველები გაეროს მშვიდობისმყოფელების დახმარებით ეძებენ.
კომენტარები