დღეს საკანონმდებლო ორგანოში პრემიერ-მინისტრს ელოდებიან. საგაზაფხულო სესიის ბოლო სხდომაზე, ირაკლი ღარიბაშვილი დეპუტატებს წლიურ მოხსენებას წარუდგენს.
პრემიერ-მინისტრის ანგარიში 151-გვერდიანია, რომელშიც, სხვა საკითხებთან ერთად, აქცენტებია, კოვიდპანდემიის ფონზე, ქვეყანაში არსებულ ვითარებაზე.
ირაკლი ღარიბაშვილის ანგარიშში ასევე ვკითხულობთ, რომ გამოწვევების მიუხედავად, არსებობს პროგრესი სამთავრობო პროგრამით გათვალისწინებული ოთხი საკვანძო მიმართულებით: საგარეო პოლიტიკა, უსაფრთხოება, კონფლიქტის მოგვარება და ადამიანის უფლებები.
სამთავრობო პროგრამის შესრულების ანგარიშის შემდეგ, მთავრობის მეთაურს კანონმდებლები კითხვებს დაუსვამენ.
სხდომა 12:00 საათზე დაიწყება.
კომენტარები