ველური ბუნების სააგენტოს სპეციალისტებმა მდინარე ხობისწყლის შენაკადებში 50 000-მდე ლიფსიტა გაუშვეს.
სააგენტოში აცხადებენ, რომ ღონისძიება ველური ბუნების სააგენტოსა და კომპანია შპს „ქართული საინვესტიციო ჯგუფ ენერიას“ შორის გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში ჩატარდა. სააგენტომ გაშვებული თევზების მეთვალყურეობისთვის ფოტო-ვიდეო ხაფანგები დაამონტაჟა.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ველური ბუნების ეროვნული სააგენტო ადგილობრივი ფაუნისა სახეობათა მხარდაჭერისა და ბუნებაში აღდგენის პროექტს 2016 წლიდან ახორციელებს. სააგენტოს გეგმა წელიწადში ნახევარი მილიონი ლიფსიტის წარმოება და მდინარეების გათევზიანებაა.
ნაკადულის, იგივე მდინარის კალმახი 2006 წელს „წითელ ნუსხაში“ მოხვდა.
კომენტარები