კლანად მონათლეს ადამიანთა ჯგუფი, რომელსაც დასაბამი უდევს იმ პერიოდში, როცა თვითონ მართავდნენ სახელმწიფოს და უმტყუნეს ამ ადამიანებმა – არ მოახდინეს რევოლუცია 2012 წელს, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა და უმრავლესობის წევრმა გია ვოლსკიმ „იმედის კვირას“ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა დანიშვნის საკითხის შეფასებისას განუცხადა.
„ვიდრე კოტე კუბლაშვილი იყო უზენაეს სასამართლოში იქამდე ხმა არავის ამოუღია. აი მერე სასამართლომ რომ გაასამართლა ჯალათობისთვის, სადისტობისთვისა და დატაცებისთვის ადამიანები, მაშინ უკვე გარკვეული შეტევა მიიტანეს“, – აღნიშნა ვოლსკიმ.
კომენტარები