პროკურატურის განცხადებით, აბაშაში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირის გაუპატიურებაში ბრალდებულ ლ.კ.-ს 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაკა. გადაწყვეტილება სენკის რაიონულმა სასამართლომ მიიღო.
“ბრალდების მხარის მიერ სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგინდა, რომ 2021 წლის 11 მარტს, აბაშის რაიონში, ლ.კ.-მ წინასწარი შეცნობით შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ა.ჩ. გააუპატიურა”, – წერია უწყების განცხადებაში.შ
პოლიციამ ლ.კ. 11 მარტს დააკავა.
მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლის მესამე ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (გაუპატიურება, წინასწარი შეცნობით შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირის მიმართ) წარედგინა.
კომენტარები