ნონსენსია საქართველოს პოლიტიკურ ისტორიაში – თოთხმეტიდან ერთადერთი პარტია ვართ, ვინც საპარლამენტო ბარიერი გადალახა და არ ჰყავს დეპუტატი – ეს ნონსენსი შექმნა „ნაციონალურმა მოძრაობამ“, შოკურ მდგომარეობაში არიან,- ამის შესახებ „ევროპული დემოკრატების“ თავმჯდომარე პაატა დავითაიამ „პალიტრანიუსის“ ეთერში, გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა.
წამყვანის კითხვაზე, იყიდეს თუ არა ადგილები “ნაციონალური მოძრაობის” პარტიულ სიაში, დავითაია აღნიშნავს, რომ „არ იცის იყიდეს თუ არა“.
„იცით, რომ იყვნენ პარტიები, რომლებიც ფინანსურად ძლიერები იყვნენ, ბიზნესმენების მესმის, საარჩევნო კამპანიას ფული სჭირდება. კამპანია 3 წელი გავიარე მათთან ერთად, საპრეზიდენტო არჩევნებზე დავუჭირე მხარი მათ კამპანიას, ჩართული ვიყავი და შედეგი დავდეთ. როგორც დაიქსაქსა, თქვენც ხომ გაგიკვირდათ სიაში რომ არ ვიყავი?! ძალიან მარტივია! მთელს პოლიტიკურ სპექტრს გაუკვირდა. მე მაშინ რომ დამეწყო ყვირილი, იტყოდნენ ოპოზიციურ ფორმატს აზიანებს და ხმა არ ამომიღია, ახლაც არ ამომიღია ხმა ჩემთვის ვიყავი. როდესაც არაფერზე არ გაქვს წარმოდგენა, შენი ქმედება არაადეკვატურია თავიდან ბოლომდე, ბოიკოტით დაწყებული პარლამენტში შესვლა-გამოსვლა, ხომ ხვდებით როგორ თემაა, საარჩევნო კოდექსია, რომელიც რეგულირდება“,- აღნიშნავს დავითაია.
მან ასევე არ გამორიცხა, რომ პარტიამ შესაძლოა ბლოკი დატოვოს.
„ჩვენ პოლიტსაბჭოში ვმსჯელობთ, გვექნება კონსულტაცია და გადაწყვეტილებას უახლოეს დღეებში მივიღებთ. მე ემოციურად არ ვიღებ გადაწყვეტილებას“, – აღნიშნა დავითაიამ.
