საქართველოს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი ამერიკელ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.
„დღეს ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი და მეგობარი ქვეყანა – ამერიკის შეერთებული შტატები დამოუკიდებლობის 245-ე წლისთავს აღნიშნავს. მსურს, ამერიკელ ხალხს, საქართველოში მცხოვრებ აშშ-ის მოქალაქეებს მივულოცო ქვეყნისთვის ეს უმნიშვნელოვანესი დღესასწაული.
ჩვენთვის საამაყოა, რომ ჩვენს ქვეყნებს მრავალი წელია, ერთმანეთთან აკავშირებთ მაღალი დონის თანამშრომლობა სხვადასხვა სფეროში – დაწყებული თავდაცვისა და უსაფრთხოებიდან, დემოკრატიულ განვითარებაში ხელშეწყობით დამთავრებული.
ჩვენ გვაერთიანებს უნივერსალური ღირებულებები, ესაა: თავისუფლება, თანასწორობა, დემოკრატიული პრინციპებისადმი ერთგულება და კანონის უზენაესობა.
დარწმუნებული ვარ ორ ქვეყანას შორის ეს სამაგალითო პარტნიორობა მომავალ წლებში უფრო განმტკიცდება“,- ნათქვამია ფინანსთა მინისტრის მილოცვაში.