საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, დღეს დაგეგმილი აქციის უკან რევანშისტული ძალები დგას.
“სამწუხაროდ დღევანდელი აქციის უკან დგანან რევანშისტული ჯგუფები. კერძოდ რადიკალური ოპოზიცია სააკაშვილის მეთაურობით, სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, ისინი უკეთებენ ორგანიზებას აღნიშნულ მარშს და აქციებს. სწორედ მათი მიზანია ჩვენს ქვეყანაში სამოქალაქო არეულობის და ქაოსის შემოტანა, რასაც ჩვენ არ დავუშვებთ. როგორც ჩვენს მოსახლეობას სურს, ისე იქნება ყველაფერი ჩვენს ქვეყანაში” – განაცხადა ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე.
კომენტარები