თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ინდოეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სუბრაჰმანიამ ჯაიშანკარის გაცილების ოფიციალური ცერემონია გაიმართა.
ინდოეთის საგარეო საქმეთა მინისტრი აეროპორტში ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა, მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე ხვთისიაშვილმა და ინდოეთში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა არჩილ ძულიაშვილმა გააცილეს.
დავით ზალკალიანმა სუბრაჰმანიამ ჯაიშანკარს კიდევ ერთხელ გადაუხადა მადლობა ისტორიული ვიზიტისთვის, რომლის ფარგლებშიც, საქართველოს მუდმივ მფლობელობაში გადაეცა წმინდა დიდმოწამე დედოფლის, ქეთევანის წმინდა ნაწილი და გაიხსნა მაჰათმა განდის ძეგლი თბილისში.
აღსანიშნავია, რომ ინდოეთის საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოს პირველად ეწვია.
კომენტარები
