წლების განმავლობაში ფოთის „კოლხეთი-1913“-ის პრეზიდენტი და გუნდის გენერალური დირექტორი თემურ ბარქაია 44 წლის ასაკში გარდაიცვალა, – ინფორმაციას გუნდის პრესსამსახური ავრცელებს.
„დღეს ხანგრძლივი და მძიმე ავადმყოფობის შედეგად გარდაიცვალა წლების განმავლობაში ფოთის „კოლხეთი-1913“-ის პრეზიდენტი, გუნდის გენერალური დირექტორი თემურ ბარქაია ვის სახელთანაც არის დაკავშირებული ჩვენი ქალაქის გუნდის ლოკალური წინსვლა „კოლხეთისათვის“ ურთულეს პერიოდში. საფეხბურთო კლუბი „კოლხეთი-1913“ იზიარებს მწუხარებას და თანაუგრძნობს განსვენებულის ოჯახს“, – წერია „კოლხეთის“ განცხადებაში.
კომენტარები