კანარის კუნძულებზე ერთდროულად მიგრანტების რეკორდული რაოდენობა – 1500-მდე ადამიანი ჩავიდა. კუნძულ ელ-იეროს სანაპიროს 12 ნავი მიადგა, რომლებზეც 1200-ზე მეტი ადამიანი იმყოფებოდა. კიდევ ერთი ნავი, რომელზეც 240 ადამიანი იყო, გრან-კანარიის კუნძულის მახლობლად აღმოაჩინეს.
კანარის კუნძულების ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ფერნანდო კლავიხომ განაცხადა, რომ მიგრანტების უწყვეტმა ნაკადმა კუნძულის რესურსები სრულად ამოწურა.
კომენტარები
