უკრაინის უმაღლესი რადის დეპუტატი ნადეჟდა სავჩენკო მოსკოვში ჩაფრინდა, რათა სასამართლოში უკრაინელ ნაციონალისტებს მხარი დაუჭიროს.
სავჩენკო უზენაესი სასამართლოს სხდომას დაესწრება, სადაც დღეს ორი უკრაინელის, ნიკოლაი კარპიუკისა და სტანისლავ კლიხის საქმის განხილვა გაიმართება.
მიმდინარე წლის 26 მაისს გროზნოს სასამართლომ ორივე მათგანი 1994-1995 წლებში ჩეჩნეთში, საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობაში დამნაშავედ ცნო. სასამართლომ ნიკოლაი კარპიუკს 22,5-წლიანი, სტანისლავ კლიხს კი 20-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.
„ვიცი როგორი მნიშვნელოვანია, როცა „სასამართლოს“ დარბაზში, სადაც გალიაში ზიხარ, უკრაინელები იმყოფებიან. როცა შენს შეძახილს „დიდება უკრაინას“ უპასუხებენ „დიდება გმირებს“! ხვდები, რომ შენიანებმა არ მიგატოვეს და ბრძოლა გრძელდება“, – წერს სავჩენკო სოციალურ ქსელში.