ზაზა გახელაძის დედა, ნანა გახელაძე შვილის გათავისუფლებისათვის საქართველოს პრემიერ-მინისტრს მადლობას უხდის.
„ყველას დიდი მადლობა, ვისაც ჩემი შვილის გათავისუფლებაში წვლილი მიუძღვის, ჩვენს პატრიარქს, რუსეთის პატრიარქს, პრემიერს, პრეზიდენტს, ვისაც კი ერთი სიტყვა დაუხარჯია ჩემი შვილის გათავისუფლების საქმეში, ყველას დიდი მადლობა მინდა გადავუხადო“, – აცხადენს ნანა გახელაძე.
ზაზა გახელაძე საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა უკანონოდ 2020 წლის 11 ივლისს დააკავეს. ცხინვალის დე ფაქტო უზენაესმა სასამართლომ მას 12 წლით და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა. პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ზაზა გახელაძის ოჯახის წევრებს 8 მაისს შეხვდა და პირობა მისცა, რომ ზაზა გახელაძე გათავისუფლდებოდა.
კომენტარები