მე მაქვს ინფორმაცია სხვადასხვა წყაროდან, რომ შავი ფული ტრიალებს ამ სამ ტელევიზიაში და გეთანხმებით, რომ გამოსაძიებელია”-განაცხადა “ქართული ოცნების” თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ “ღამის კურიერიში” სტუმრობისას, როდესაც ტელეკომპანიებზე: “მთავარ არხზე” “ფორმულასა” და TV “პირველზე” საუბრობდა.
“სრული პასუხისმგებლობით შემიძლია ვამტკიცო საზოგადოების წინაშე, რომ ამ ტელევიზიებზე ათეულობით მილიონი შავი ფული იხარჯება ყოველწლიურად. ახლა რაც ეხება ამ მედიამენეჯერების პრობლემას, გვაქვს პირდაპირი ინფორმაცია, რომ ერთ-ერთ ტელევიზიაში მკაცრად დააყენეს საკითხი, რომ თუ სექტემბრამდე არ გაიზრდებოდა ამ კონკრეტული ტელევიზიის რეიტინგი, გაყრიდნენ მთელ კოლექტივს, მათ შორის მთავარ წამყვანებსაც, იქ საუბარია 30 ათას ლარიან ხელფასებზე (წამყვანების შემთხვევაში, მედიამენეჯერებს კიდევ სხვა პრივილეგიები აქვთ)” – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
