ტელეკომპანია პირველის გარდაცვლილი ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას დედაზე ფსიქოლოგიური ტერორი გრძელდება. მგლოვიარე დედის გამოყენებას ე.წ. “ოპოზიციურ არხები” საკუთარი მიზნებისთვის ისევ ცდილობენ.
გარდაცვლილი ოპერატორის დედის თინათინ კახიძისგან გადაცემაში სტუმრობას მოითხოვს ნანუკა ჟორჟოლიანი.
მიუხედავად მგლოვიარე დედის თხოვნისა, რომ გლოვა აცადონ და ლექსოს ტრაგედია შოუად არ იქცეს, ნანუკა ჟორჟოლიანი არ ჩერდება, თავხედობს და ჩვეულ სტილში სისტემატიურად ურეკავს თინათინს კახიძეს, დაჟინებით მოითხოვს გარდაცვლილის დედა ესტუმროს მის საკუთარ გადაცემაში.
გარდაცვლილი ოპერატორის ლექსო ლაშქარავას ოჯახის ახლობლები პირად საუბარში აცხადებენ, რომ ნანუკა ჟორჟოლიანის თავხედობა ყველა ზღვარს გასცდა, ინფორმაცია აღნიშნულის შესახებ “მარსალპრესს” თინათინ კახიძის ოჯახის ახლობელმა მიაწოდა, რომელმაც ამ ეტაპზე საკუთარი ვინაობის საჯარო გამხელისგან თავი შეიკავა.