ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი ბათუმში ამ წუთებში საქართველოს პრემიერმინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს ხვდება.
ირაკლი ღარიბაშვილისა და შარლ მიშელის შეხვედრა დახურულ კარს მიღმა მიმდინარეობს.
ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი საქართველოს 18 ივლისს ეწვია. დღეს ის ბათუმის მე-17 ყოველწლიურ საერთაშორისო კონფერენციაში მიიღებს მონაწილეობას. კონფერენციის ცენტრალური საკითხი ევროკავშირის სამ ასოცირებულ პარტნიორს – საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინას შორის გაღრმავებული თანამშრომლობა იქნება, რომლებმაც, ცოტა ხნის წინ, ასოცირებული სამეულის ფორმატი შექმნეს.
გარდა საქართველოს პრეზიდენტისა და პრემიერმინისტრისა, ის ბათუმში მოლდოვის რესპუბლიკის პრეზიდენტს, მაია სანდუსა და უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკისაც შეხვდება.
კომენტარები