24 დასახელების სამხედრო დანიშნულების სანივთე, სამთო და სამედიცინო აღჭურვილობა ახალგაზრდულმა ლეგიონმა თავდაცვის უწყებისგან მიიღო.
თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, აღჭურვილობა ვაზიანის აეროდრომზე თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ და აშშ-ს ელჩმა საქართველოში კელი დეგნანმადაათვალიერეს.
სამხედრო, სამთო და სამედიცინო აღჭურვილობა „გენერალ მაზნიაშვილის სახელობის ახალგაზრდულ ლეგიონს“ საქართველოს მთავრობის განკარგულების საფუძველზე, უსასყიდლოდ უვადო სარგებლობაში გადაეცა.
ვაზიანის სამხედრო აეროდრომის სამწყობრო მოედანზე ქონების მიღება-ჩაარებისდოკუმენტის ხელმოწერაც გაიმართა. თავდაცვის სამინისტრო და „გენერალ მაზნიაშვილის სახელობის ახალგაზრდული ლეგიონი“ 2016 წლიდან თანამშრომლობს.
ლეგიონერების საქმიანობა ახალგაზრდა თაობაში სამხედრო საქმის პოპულარიზაციასა და პატრიოტული სულისკვეთების გაძლიერებას ისახავს მიზნად.