სირიელი მეამბოხეები ალეპოში კონტრშეტევაზე გადავიდნენ. ადგილზე მომუშავე დამკვირვებლების განცხადებით, ბოლო 24 საათის განმავლობაში ამბოხებულებმა რამდენიმე ასეული რაკეტა გაისროლეს.
იერიშების შედეგად კი, სულ მცირე 15 მშვიდობიანი ადამიანი დაიღუპა.
ალეპოს დაბომბვა განაახლა სირიის არმიამაც. დამკვირვებლების ცნობით, სამთავრობო ძალებმა რუსეთის ავიაციის მხარდაჭერით, იერიშები ქალაქის აღმოსავლეთ რაიონებზე მიიტანეს და მეამბოხეთა პოზიციები დაბომბეს.
კომენტარები