Agile Spirit 2021 გამოირჩეოდა წვრთნების მრავალფეროვნებით, ლოკაციის, სადესანტო ოპერაციებისა და მათში ჩართული სამხედროების რიცხოვნობის ზრდით, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა მრავალეროვნული სწავლება Agile Spirit 2021-ის დახურვის ცერემონიაზე განაცხადა.
მისივე თქმით, „მტკიცე სული-2021“ არ არის მხოლოდ გამორჩეული, არამედ ის ისტორიულიცაა.
„საქართველოში ჩატარებული მრავალეროვნული წვრთნების ისტორიაში პირველად, წელს მონაწილეობდა საქართველოში წარმოებული ქართული ჯავშანტექნიკა. ეს გახლავთ საქართველოს თავდაცვის ძალების, ქართული სამხედრო ინდუსტრიის წარმატება. საქართველოს სამხედრო ინდუსტრიას მინდა ვუსურვო განვითარება, რაც ჩვენი ქვეყნის თავდაცვისუნარიანობასა და ეკონომიკის გაძლიერებას ხელს შეუწყობს“, – განაცხადა პრეზიდენტმა.
კომენტარები