პენტაგონმა გასულ წელს სამხედრო დაზვერვაზე დახარჯულ თანხებზე მონაცემები გამოაქვეყნა. როგორც „ბიბისი“ აღნიშნავს, გასულ ფინანსურ წელს, რომელიც 30 სექტემბერს დასრულდა, უწყებამ სამხედრო დაზვერვისთვის 17,7 მილიარდი აშშ დოლარი გამოყო.
აშშ-ის ეროვნული დაზვერვის დირექტორის კანცელარია 2017 წლის ამერიკული სადაზვერვო სამსახურების ბიუჯეტისთვის 53,5 მილიარდ აშშ დოლარს ითხოვს, აქედან სამხედრო დაზვერვისთვის სავარაუდოდ, 16,8 მილიარდი აშშ დოლარი გამოიყოფა.
კომენტარები